ზეთა

ჩვენ შესახებ

​ტურისტული კომპლექსი ზეთა 2008 წელს ჩამოყალიბდა. მდებარეობს თბილისიდან 180 კილომეტრში, ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ჭაუხის მასივის ძირში. კომპანია ორიენტირებულია სამთო ტურიზმის განვითარებაზე. სტუმრებს ვთავაზობთ კარვებსა და კეთილმოწყობილ კოტეჯებში განთავსებას, კაფისა და ბარის მომსახურებას, საცხენოსო, საფეხმავლო, ალპინისტურ და ველო ტურებს.
ზეთა გაზაფხულზე (მარტი-მაისი) დამსვენებელს სათხილამურო ტურებს სთავაზობს. კომპლექსი მუშაობს სეზონურად (მარტი-ოქტომბერი)
2016 წელს ზეთა წლის ბიზნესად დასახელდა ბიზნეს დაჯილდოების მიერ.